- თვითდახმარება
- თვითდახმარების პრინციპი აღიარებს, რომ არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს ნდობა საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურა დაუშვებელს ხდის მეგობრობას, ნდობასა და პატიოსნებას. არსებობს მხოლოდ მუდმივი გაურკვევლობა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური მთავრობის არარსებობიდან. თანაარსებობა შესაძლებელია მხოლოდ ძალთა თანაფარდობის შენარჩუნების გზით. შეზღუდული თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ურთიერთობების დროს, როდესაც რეალისტი სახელმწიფო მეტ მოგებას ნახულობს, ვიდრე სხვა სახელმწიფოები.Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.